Ubi-მ ოფიციალურად დაამტკიცა Prince
of Persia-ს ახალი ნაწილის რელიზის თარიღი - იუწყება 1UP. Prince of
Persia: The Forgotten Sands ამერიკის მაღაზიებში 18, ხოლო ევროპის მაღაზიებში 20 მაისს გამოვა გაყიდვებში.
თამაშს
ვიხილავთ შემდეგ კონსოლებზე: Xbox 360, PlayStation 3 და Wii
პლათფორმებზე, ხოლო PC, PSP და DS ვერსიების გამოსვლის თარიღი უცნობია. აღსანიშნავია,
რომ თამაშის წარდგენის თარიღი დაკავშირებულია Prince of Persia: The Sands
of Time ფილმის პრემიერასთან, რომელიც 26 მაისს შედგება.
თამაშის
შექმნას ეწევა Ubisoft Quebec, შემქმნელები კი გვპირდებიან, რომ მისი
სიუჯეტი მაქსიმალურად მიახლოებული იქნება წინა ტრილოგიასთან, რომელიც Prince of Persia: Sands of Time-ით დაიწყო.